ULUSAN ALUMINIUM  („ულუსან ალუმინი“) – 42 წლიანი გამოცდილება და ინოვაცია ალუმინის პროფილების წარმოებაში

ULUSAN ALUMINIUM  („ულუსან ალუმინი“ )  ალუმინის პროფილების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი კომპანიაა თურქეთში, რომელიც უკვე 42 წელია ფუნქციონირებს. ის მუდმივად ვითარდება და ზრდის პროდუქციის ხარისხს.

1998 წელს „ულუსან ალუმინი“  განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კომპანიამ გახსნა ქარხანა, სადაც ალუმინის პროფილებს ელექტროსტატიკური ფხვნილის საღებავით ამუშავებდნენ.

2007 წელს თანამშრომლობა დაიწყეს გერმანულ კომპანიასთან და  ალუმინის პროფილების მწარმოებელი პირველი ქარხანა გახსნეს. ამის შემდეგ, კომპანიამ სხვადასხვა სისქის მასალების დამზადება დაიწყო და წარმოება გაზარდა. გერმანული დანადგარების წყალობით „ულუსან ალუმინი“ მომხმარებელს პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. დღეს, კომპანია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ალუმინის ჩამოსასხმელ ქარხანას ფლობს, რომლის თვიური წარმადობა 11 000 ტონაა.

2018 წელს „ულუსან ალუმინი“ იყო პირველი თურქეთში, რომელმაც პროფილების ვერტიკალური შეღებვის მეთოდი დანერგა.  ამ ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელი გახდა ალუმინის მასალის თანაბარი სისქით შეღებვა და მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღება. ასევე, კომპანიამ ინვესტიცია ჩადო B1-B2 კლასის კომპოზიტური პანელების წარმოებაში და მალე დაამატებს A2 კლასის, ცეცხლგამძლე, კომპოზიტური პანელების ხაზსაც.

„ულუსან ალუმინი“ – სანდო პარტნიორი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე

„ულუსან ალუმინის“ თანამედროვე ქარხანა სრულად აკმაყოფილებს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს. წარმოების თითქმის ყველა ეტაპი ავტომატიზებულია, რაც სიზუსტის, სტაბილურობისა და მაღალი ხარისხის გარანტიას იძლევა. ეს ყველაფერი კომპანიას საშუალებას აძლევს, აწარმოოს მრავალფეროვანი პროდუქცია და დააკმაყოფილოს სხვადასხვა სფეროში მომუშავე ბიზნეს კომპანიების მოთხოვნები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მშენებლობის სექტორს.

„ულუსან ალუმინი“ აკონტროლებს წარმოების ყველა ეტაპს, ნედლეულიდან საბოლოო შედეგამდე. კომპანია მუდმივად ადევნებს თვალს გლობალურ ტენდენციებს, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს და ახორციელებს სტრატეგიულ ინვესტიციებს. ეს საშუალებას აძლევს მას პარტნიორებს მაღალი ხარისხის პროდუქცია დროულად მიაწოდოს. სწორედ ამიტომ არის „ულუსან ალუმინი“ საიმედო პარტნიორი, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

„ულუსან ალუმინი“ ანატოლიის რეგიონში ალუმინის მწარმოებელი უდიდესი კომპანიაა, რომელიც  თურქეთსა და ევროპაში ოპერირებს. მისი პროდუქცია უკვე წლებია საქართველოშიც შემოდის. ქვეყანაში ალუმინის მასალებზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, თურქული კომპანიისთვის საქართველო საინტერესო ქვეყანას წარმოადგენს.