
ჩვენი მთავარი უპირატესობა – ხარისხი და ხელმისაწვდომობა!
“ელ-ჯი-ჯი ალუს” თბილისის საწყობში წარმოდგენილია ალუმინის პროფილების ფართო და განახლებადი ასორტიმენტი. პროდუქცია მუდმივად გვაქვს მარაგში, რაც საშუალებას გვაძლევს მომხმარებელს მასალები უმოკლეს დროში მივაწოდოთ. დიდი მოცულობის შეკვეთების შემთხვევაში კი უზრუნველვყოფთ ალუმინის პროფილების დროულ წარმოებასა და ტრანსპორტირებას. ასეთ დროს, პარტნიორთან ერთად, წინასწარ ვგეგმავთ ყველა დეტალს, რათა საჭირო რაოდენობის მასალა ადგილზე საჭირო დროს ჩამოვიდეს.
პროფილების მრავალფეროვანი არჩევანი თქვენი პროექტებისთვის!
ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ მაღალი ხარისხის ალუმინის პროფილები სხვადასხვა დანიშნულებისთვის, მათ შორის:
ალუმინის კარ-ფანჯრის სისტემები;
გასაწევი (ჰებე-შიბე) კარის სისტემები;
გარდა სტანდარტულისა ჩვენ გთავაზობთ სპეციალური პროფილების დამზადებასა და ჩამოტანას თქვენი ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად. მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი სირთულის პროექტი და შემოგთავაზოთ ოპტიმალური გადაწყვეტა.