“ელ-ჯი-ჯი ალუ” – თქვენი სანდო პარტნიორი ალუმინის პროფილების სამყაროში!

მოგესალმებით “ელ-ჯი-ჯი ალუს” ოფიციალურ ვებ-გვერდზე!

ჩვენ უკვე მრავალი წელია წარმატებით ვემსახურებით საქართველოს ბაზარს და ვართ თურქული ცნობილი კომპანია “ულუსან ალუმინის” ოფიციალური პარტნიორი ქვეყანაში. ეს მჭიდრო თანამშრომლობა  საშუალებას გვაძლევს მომხმარებლებს, საერთაშორისო სტანდარტების,   მაღალი ხარისხის ალუმინის პროფილები შევთავაზოთ.

ჩვენი პრიორიტეტი – თქვენი წარმატება!

“ელ-ჯი-ჯი ალუსთვის” უმნიშვნელოვანესია თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომა. ჩვენი გუნდი მუდმივად ზრუნავს თქვენ ტექნიკურ და მარკეტინგულ მხარდაჭერაზე. პარტნიორებთან კომუნიკაციას მასალების გაყიდვის  შემდეგაც ვაგრძელებთ. ყოველთვის მზად ვართ აღმოგიჩინოთ საჭირო დახმარება და კონსულტაცია.